logo
ENG



საზმაუ: ეროვნულმა ჟიურიმ ევროვიზიაზე უკრაინას უმაღლესი - 12 ქულა დაუწერა

15 მაი 202209:31
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ევროვიზიაზე ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი შეფასება მისცა და 12 ქულა დაუწერა. 

"ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს". - აცხადებს საზმაუ. 

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანამ 631 ქულა მოაგროვა. უკრაინას კონკურსზე ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania წარადგენდა.

გაირკვა, რომ ქართველმა მაყურებელმა უკრაინას უმაღლესი, 12 ქულა მიანიჭა, ეროვნულმა ჟიურიმ კი მხოლოდ 6. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.


close დახურვა