ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა ისე დაასრულა, არაფერი უთქვამს გადადგომაზე. შესაბამისად, არც ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივა უხსენებია. პრემიერმინისტრი ცდილობს, არ შეიმჩნიოს მასშტაბური პროტესტი, რომელიც მის გადაყენებას მოითხოვს. ოცნების საპარლამენტო გუნდი კი არ წყვეტს აქციების დისკრედიტაციას. არად ქუჩაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდა.