logo
ENG



საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ღარიბაშვილმა უკრაინაში გენერატორების გაგზავნა გადაწყვიტა

09 დეკ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებისგან კრიტიკის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაგზავნოს.

მთავრობის ცნობით, უკრაინისთვის გენერატორებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეისყიდის.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ამბობს, რომ "საქართველო არასდროს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს".

"როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს.

ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებაში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან", - თქვა ჯაველიძემ. 


close დახურვა