სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10000 ლარამდე იზრდება.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერჯერობით დირექტორი არ ჰყავს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე 4 კანდიდატი, ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე გადავიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქება დაასახელა.