logo
ENG



საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მედიკოსების მითითების შემდეგ აღდგება

23 მაი 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ასამოქმედებლად, მაგრამ ამისათვის მედიკოსების მითითებებს ელოდებიან.

კახა კალაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნამ არ უნდა გაათამამოს მოსახლეობა და მედიკოსების რეკომენდაციები ჯერ კიდევ უნდა გაითვალისწინონ.

„არ უნდა გაგვათამამოს ჩვენ ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივ რიტმს ვუბრუნდებით. როცა იქნება მითითებული და გაცემული რეკომენდაცია, რომ დაიწყოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა - მაშინვე იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება", - აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამო თითქმის 2 თვეა, აღარ მუშაობს, რაც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.


close დახურვა