logo
ENG



საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეცრეისების განრიგი გამოქვეყნდა

06 ივლ 202014:19
3 წუთის საკითხავი
clock 1065
bmfc20acmj8jfcn.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე დღეს ცნობილი გახდა სპეცრეისების განრიგი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

13 ივლისი - ვარშავა,

15 ივლისი - ბარსელონა,

17 ივლისი - რომი,

22 ივლისი - პარიზი,

28 ივლისი - ათენი.

ჩემოთვლილ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.


close დახურვა