logo
ENG



საზღვარგარეთ ჯარების გაგზავნის მოთხოვნით პუტინმა ფედერაციის საბჭოს მიმართა

22 თებ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/e4qtoh8e240r8yw.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტის ზედა პალატას, ფედერაციის საბჭოს საზღვარგარეთ ჯარების გაყვანის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. სენატორების წინაშე კი პუტინის წარმომადგენელი, ნიკოლაი პანკოვი წარსდგა.

სენატორი ანდრეი კლიშასი ამბობს, რომ პუტინის მიმართვა ჯარების გამოყენებაზე ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების ბრძანების საფუძველზე შევიდა. მისივე მტკიცებით, ეს აუცილებელია რეგიონში "მშვიდობის შესანარჩუნებლად".

კლიშასის განმარტებით, ჯარის გამოყენების შესაძლებლობას სწორედ ფედერაციის საბჭო განიხილავს. პუტინის მიმართვას კი სენატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ამასთა, აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ. 


close დახურვა