logo
ENG



საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

05 ნოე 202214:06
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

უწყების განცხადებით, 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს - დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა