logo
ENG



საზღვრის უკანონოდ კვეთისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს

09 ივლ 202313:57
3 წუთის საკითხავი
 
საზღვრის უკანონოდ კვეთისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტების გადაყვანის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს.

დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის  მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთისა და უზბეკეთის მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

 

close დახურვა