ქალაქ საუთჰემპტონის ჰოსპიტალში ბენქსის ახალი ნახატი გამოჩნდა. ნამუშევარი სასწრაფო დახმარების განყოფილების დერეფანში, კედელზეა განთავსებული. მასზე ბავშვია გამოსახული, რომელიც კალათიდან სათამაშო მედდას იღებს, ხოლო სუპერგმირების, ადამიანი ობობასა და ბეტმენის თოჯინებს კალათში ტოვებს.
სათამაშო მედდასაც სუპერმენის მსგავსი საბრძოლო პოზა აქვს. ანონიმმა არტისტმა სამედიცინო პერსონალისთვის შეტყობინებაც დატოვა - "მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ, იმედი მაქვს ეს ნახატი ამ ადგილს ცოტათი მაინც გააფერადებს, იმის მიუხედავად, რომ თავად ნახატი შავ-თეთრია" . ნამუშევარი საუსჰემპტონის მთავარ საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება, შემდეგ კი აუქციონზე გაიტანენ. შემოსული თანხა სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდება.