logo
ENG



საია: მთავრობის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლის ფაქტები გამოვლინდა

12 ოქტ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პროცესების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ფარავს.

როგორც საია-ს ანგარიშში ვკითხულობთ, არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს:

სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა; ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა; მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა; პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა;

საია-ში მიაჩნიათ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ასევე, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. 

"სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების (ნაციონალური მოძრაობა, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტები) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები (ლელო და ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია", - წერია განცხადებაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა