logo
ENG



საია: მოზარდის სექსუალური შევიწროებისთვის სასამართლომ პირი 600 ლარით დააჯარიმა

24 აპრ 202110:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/24/e4gdn5bbck7jmid.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ზუგდიდის სასამართლომ მოზარდის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულს 600-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

„საია იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა.“ 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და  გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა