საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა.
"მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას.
სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ"- ნათქვამია განცხადებაში.
სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო. იყენებენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის.