ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია საქალაქო სასამართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით სარჩელით მიმართავს.
მესამე სექტორი 20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული აქტივისტებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საქმე ეხება სამი აქტივისტის საქმეს, თუმცა საია-ში განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და ორგანიზაცია ზიანის ანაზღაურებას სხვა დაშავებულებისთვისაც მოითხოვს.
"ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის ინტერესს, ვინც დაზიანება მიიღო 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად. მათ ვეხმარებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, ასევე ვიწყებ თ სარჩელების წარდგენას ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. ვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ასევე ყოველთვიურ სარჩოს“, - ამბობს საია-ს ადვოკატი მარიკა დუმბაძე.
აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კი, ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია.
"3 ადამიანი 1 წლის თავზეც არის დაზარალებულის სტატუსის გარეშე. მაკო გომურს რამდენიმე თვის წინ მიენიჭა აღნიშნული სტატუსი. არავინ არ დასჯილა მის საქმეზე. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მესამე სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა მაქარაშვილმა.