საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.
ორგანიზაცია, რომელიც სასამართლო სხდომების მონიტორინგს აწარმოებდა აცხადებს, რომ სასამართლო არც განაჩენში პასუხობს მთავარ კითხვებს.
"საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია" - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.
საია-ს შეფასება სრულად იხილეთ აქ