logo
ENG



საინიციატივო ჯგუფი: ელენე დარიანის კრებულის 1 200 ცალი ეგზემპლარი დაიბეჭდება

07 თებ 202222:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/07/4oihb4racv2myh8.jpg

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, შეგროვებული თანხით ელენე დარიანის კრებულის 1 200 ცალი ეგზემპლარი დაიბეჭდება.

მათივე ცნობით, წიგნი სტამბა დამანში დასაბეჭდად დღეს გადააგზავნეს.

"ჩვენ სამ სხვადასხვა სტამბას დავუკავშირდით და ყველაზე ნაკლები ფასი ჰქონდა სტამბა "დამანს". სწორედ ის დაბეჭდავს წიგნს. თქვენი შემოწირული თანხებიდან ამ საქმეს მოხმარდება 9240 ლარი.

დანარჩენ ინფორმაციასაც (როდის დარიგდება, დანარჩენი თანხა როგორ დაიხარჯება) თანდათანობით მოგაწვდით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საინიციატივო ჯგუფმა 20 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიგნის დასაბეჭდად სულ 31 564, 85 ლარი შეგროვდა. 

კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმმა შეცდომა დაუშვა - ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი გამოსცა, რომელშიც ანა კალანდაძის 2 ლექსი შეიტანა და დარიანის ლექსებად გამოაცხადა. 

კულტურის სამინისტრო აცხადებდა, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან "მოქალაქეთა აღშფოთებული წერილები შევიდა" და საკითხი "სერიოზულად განსახილველი" იყო. 

ელენე ბაქრაძე დარიანის წიგნში შეცდომაზე ლაპარაკის შემდეგ კულტურის სამინისტრომ არსებული ტირაჟი გაითხოვა, ამასთან, ლიტერატურის მუზეუმს სამინისტროსთვის ბეჭვდის ხარჯების დაბრუნება მოსთხოვა - დარიანის წიგნისთვის მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა. ამდენივე იყო საჭირო შესწორებული წიგნის გამოსაცემად. 


close დახურვა