logo
ENG



საინფორმაციო ომი და გენერალური დასუფთავება ფეისბუკში

10 მაი 202020:28
3 წუთის საკითხავი
clock 372

გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მაღალტირაჟიანმა გამოცემა „დეილი მეილიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერებმა საქართველოდან მოიპარეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც კოვიდ-19-ის კვლევით ლაბორატორიასთან თანამშრომლობდნენ. გამოცემა იუწყება, რომ ჰაკერთა ჯგუფი საქართველოდან, სავარაუდოდ, კრემლთან არის დაკავშირებული. ამ ინფორმაციას ჯერ არც ბრიტანეთის და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხმაურებია.

გარდა ამისა, ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ, სოციალური ქსელების გიგანტმა კომპანია "ფეისბუკმა" გამოააშკარავა და წაშალა ასობით გვერდი, ანგარიში თუ ჯგუფი, რომელთა ძირითადი მიზანიც, საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება იყო. წაშლილი გვერდების უდიდესი ნაწილი, "ქართული ოცნების" პიარ კონსულტანტის მედია ქსელით იმართებოდა; მცირე ნაწილი კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ადამიანების მიერ. 


close დახურვა