logo
ENG



საკარანტინე წესების დარღვევისთვის ჯონსონის თანაშემწის გადადგომას ითხოვენ

25 მაი 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს. საკარანტინე წესების დარღვევისთვის საზოგადოება ბორის ჯონსონის თანაშემწის და ბრექსიტის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, დომინიკ ქამინგზის გადადგომას მოითხოვს. 

კონტინენტური ევროპა საკარანტინე ზომების შემდგომ ეტაპზე გადადის. ესპანეთსა და საბერძნეთში ღია კაფე-ბარები გაიხსნა. მადრიდსა და ბარსელონაში კი 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე აკრძალვა გაუქმდა. აღდგა კუნძულებთან საბორნე მიმოსვლა და ივლისიდან ესპანეთი უკვე ტურისტების მიღებას დაიწყებს.

კაფე-ბარები გაიხსნა ჩეხეთშიც. იტალიის ყველა რეგიონში ლომბარდიის გარდა საცურაო აუზები და სპორტული დარბაზებიც გაიხსნა. პირველი ივნისიდან კი ვატიკანის მუზეუმებში დამთვალიერებელსაც ელიან. 


close დახურვა