logo
ENG



საკვირაო წირვაზე მეუფეები თითქმის არცერთ ეპარქიაში არ გამოჩენილან

27 ოქტ 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
hiz1kth1azy441g.jpg

ეპარქიები მიტროპოლიტების გარეშე. დღეს, საკვირაო წირვაზე მეუფეები თითქმის არცერთ ეპარქიაში არ გამოჩენილან. ბოდბის ტაძარში წირვას არ დასწრებია არც სკანდალური განცხადებების ავტორი მეუფე იაკობი.

სამების საკათედრო ტაძარში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არც პატრიარქი მისულა. საერთო დუმილის ფონზე კი, მედია ქართული ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელის.

ქორეპისკოპოსის განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეკლესიის შიგნით. ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა მამა ილია ჭიღლლაძემ გუშინ, საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მან თქვა, რომ ეკლესიაში შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ყოველდღიურად უფრო და უფრო აუტანელი ხდება ასეთ ეკლესიაში მსახურება. 

 


close დახურვა