logo
ENG



საკონსტიტუციო კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა

17 მარ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო კომისიის 9-კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა. კომისიის წევრები არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინა ბოკუჩავა, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

რამდენიმე წუთში  საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცედურა დაიწყება. ოპოზიცია მასზე დასწრებას გეგმავს. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებისა და დიპკორპუსის წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის გადაწყვეტილება ერთჯერადია და ისინი საპარალამენტო ცხოვრებას არ უბრუნდებიან. 

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება, ქვეყანაში დაიწყება საერთო სახალხო განხილვები და სავარაუდოდ, პროცედურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დისტანციურად წარიმართება.

სწორედ კორონავირუსი იყო დღეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, თუ როგორ უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ქვეყანაში უფრო მეტად არ გავრცელდეს აღნიშნული დაავადება. 

„ზოგადი ვითარება ჩვენს ქვეყანაში საიმედოა მაგრამ სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან მოსალოდნელია შიდა გავრცელების ფაქტების სიმრავლე. ვიტოვებ იმედს, რომ დიდი ზიანის გარეშე თავს გავართმევთ. საჭიროა პროცესების სწორად მართვა, რაშიც მნიშვნელოვანი წილი მიუძღვით მესაზღვრეებს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, ექიმებს. ყველა მათგანს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. მოსახლეობას მინდა მოვუწოდო დაიცვან რეკომენდაციები და არ დაარღვიონ წესები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.


close დახურვა