პირველი სხდომა საკონსტიტუციო კომისიამ ოპოზიციის გარეშე ჩაატარა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის გუნდი პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის გარეშეც, ცვლილებების მისაღებად ხმების მობილიზება უმრავლესობას ისედაც შეუძლია.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ბიძინა ივანიშვილის დირექტივას ელოდება. ცვლილებების ჩაგდების ან ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიღების შემთხვევაშიც, ოპოზიციის თქმით, არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებული ტვირთი სრულად ხელისუფლების ანგარიშზე იქნება.