logo
ENG



საკონსტიტუციო რუსულ კანონზე სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყებს

27 აგვ 202421:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/27/3ckozrq12ve2pm6.jpeg

საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყებს. 

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.

გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს. 

 

 

close დახურვა