logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა

29 აგვ 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/6t83n2ti5r1n753.jpeg

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მეხუთე სარჩელი შევიდა. ამის შესახებ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. 

მისი თქმით, სარჩელი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეიტანა, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა. 

"შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინ წინ, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული. სიფას მიერ შემოტანილი. ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით სარჩელის დარეგისტრირებისთვის და პროცედურით გათვალისწინების სხვა წესების დაცვით, შეუძლებელი იყო ამ სარჩელების გაერთიანება თქვენს სარჩელთან, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება ზეპირის მოსმენის გარეშე", - აღნიშნა ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე 11:00 საათზე დაიწყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება.

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელს განიხილავენ - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. 


close დახურვა