logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, უმრავლესობა შესაძლოა რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს

14 ნოე 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
7r6tdkysas359ot.png

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის წევრებს, კონკრეტულად კი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან. გვიან ღამემდე ივანიშვილთან კონსულტაციებზე დეპუტატები ბაჩო ბერაია და მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდნენ, თუმცა პარტიის ოფისიდან გამოსულებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი შიოლაშვილსა და დიმიტრი ხუნდაძესაც ესაუბრა. 

როგორც ხუნდაძე აცხადებს, თუ მისი აზრი გათვალისწინებული არ იქნება, ის სავარაუდოდ დეპუტატის მანდატს დატოვებს. 

"ბატომა ბიძინამ, მთხოვა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, რომ არ დამეზიანებინა გუნდა. მისი თხოვნა იყო პრინციპული, მაგრამ მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე. თუ შედეგი არ დადგა, რასაც მე ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ გუნდს, რომელთანაც ერთად მე მოვედი პოლიტიკაში, რომელსაც მე პატივს ვცემ. შესაძლოა მე დავტოვო გუნდი, მაგრამ მე დავტოვებ მანდატსაც", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს არც ირაკლი შიოლაშვილი და აცხადებს, რომ მისი აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უცვლელია.

"მე არ ვიცვლი ჩემს პოზიციას და შეხვედრაზეც ვეცადე, რომ ჩემი პოზიციის სისწორეში პარტიის თავმჯდომარეს დამერწმუნებინა. რა თქმა უნდა ვერ შევძელი. მეტსაც გეტყვით, რომ მძიმე საუბარი იყო. ალბათ გავანაწყენე პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ვრჩები ძველ პოზიციაზე და კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა შიოლაშვილმა. 

 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძეს მტკიცებით, გუნდში არსებობს იმის რესურსი, რომ კანონპროექტის დამტკიცება მოხდეს.  

"სამწუხაროდ ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, თუმცა სხვებთან, ამ რამდენიმე ადამიანის გარდა, არის რესურსი გადარწმუნების და იმის რესურსიც არის, რომ ეს კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიტანოთ და დავამთავროთ პოზიტიური შედეგით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 


close დახურვა