logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტში 18 ივნისიდან დაიწყება

12 ივნ 202013:38
3 წუთის საკითხავი
 
8pp1wo1n7pewohs.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 18 ივნისიდან დაიწყებს. 

როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საჯარო განხილვა ხვალ 13 ივნისს გაიმართება.

"ეს იქნება მეორე საჯარო განხილვა და 18 ივნისს უკვე იწურება ერთთვიანი ვადა, რაც გამოყოფილია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. პრაქტიკულად 18 ივნისიდან პარლამენტი უკვე გადადის ამ ცვლილებების განხილვის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ივნისშივე შევძლებთ ცვლილებების კენჭისყრას და შეთანხმებული საარჩევნო სისტემის მიღებას უკვე საკანონმდებლო დონეზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა