logo
ENG



საკრებულოს ოპოზიციონერები გლდანში მომხდარის გამოძიებასა და ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ

23 სექ 202312:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/23/n2aqnijatrve1cf.png

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გლდანში მომხდარი თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ. ამის შესახებ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.

"ჩვენ კითხვები გვაქვს როგორც ქართული ოცნების დეპუტატებთან, იმიტომ, რომ ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც დაიწყო საკრებულოში და კრიტიკულ აზრს მოჰყვა ეს ყველაფერი, ასევე გვაქვს კითხვები სუს-თან, პოლიციასთან, კახა კალაძესთან. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ დაისაჯოს არა მხოლოდ შემსრულებლები ამ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, არამედ დაისაჯოს ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი", - განაცხადა მან.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათაბოთ ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა