logo
ENG



სალაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე:საგამოძიებო ორგანოებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ

30 ოქტ 201912:05
3 წუთის საკითხავი
 
enzbxd93xwb2i0c.png

არასამთავრობო სექტორი, მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას აუცილებლად მიიჩნევს. ისინი უარყოფითად აფასებენ, საგამოძიებო უწყების პირველი პირის განცხადებას, რომ ამ საკითხზე მოკვლევა არ დაიწყება. როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმდჯომარე განმარტავს, თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია საკითხზე გამოძიება დაიწყოს. 

"მე ნაკლებად მაინტერესებს რა ხდება ეკლესიაში და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით საინტერესოა და მნიშვნლოვანია ის განცხადება, რომელიც შესაძლოა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მონაწილეობით გარკვეულ შეხვედრას უკავშირდებოდეს. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, რათა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ", -აცხადებს სულხან სალაძე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა მედიასთან განაცხადა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის ჩამოშორება და მის ადგილას მეუფე შიოს დანიშნა. პროცესებში ჩართულნი იყვნენ გიორგი კვირიკაშვილი, გიოროგი გახარია და ვახტანგ გომელაური.


close დახურვა