ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, კონგრესში უკრაინისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება.
"კონგრესში უკრაინისთვის ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება. ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება. ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება", - ამბობს სალივანი.
სალივანის თქმით, კონგრესმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე.
"მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, რათა ამ ინიციატივის მხარდაჭერა უზრუნველყოს", - აღნიშნა მან.