logo
ENG



სალივანი: რუსეთი ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროცესს ვერ შეაფერხებს

23 მაი 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/23/ysppwjownoqa8je.jpg

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთი ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროცესს ვერ შეაფერხებს.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის მიზანში ამოღებას და დაბომბვას გადაწყვეტს, ეს ფუნდამენტური და სტრატეგიული პერსპექტივით, აშშ-ს სამხედრო დახმარების შეფერხებას არ გამოიწვევს,” - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში.

სალივანის თქმით, ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ამერიკის მიერ უკრაინისთვის $40 მილიარდის გამოყოფა არის ინვესტიცია უკრაინელი ხალხის ბრძოლაში საკუთარი ქვეყნისა და მოკავშირეების დასაცავად, რომლებიც რუსული აგრესიის ჩრდილში ცხოვრობენ.

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნავს, რომ ეს თანხა არის ღირსეული ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გრძელვადიანი წვლილის თვალსაზრისით.

28 აპრილს, აშშ-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს ინიციატივით მიმართა, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდი გამოეყოთ, კონგრესმა კი საბოლოოდ $40 მილიარდი გამოყო. კანონპროექტი მომავალი 5 თვის განმავლობაში უკრაინის დახმარებას გულისხმობს, რაც მათ შორის $6 მილიარდის ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვას მოიცავს.


close დახურვა