logo
ENG



სალივანი: უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ ხმა უკრაინას დააზარალებს, რუსეთს კი დაეხმარება

05 დეკ 202314:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/05/0hmwao50yq79k3n.jpg

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ ხმა უკრაინას დააზარალებს, რუსეთს კი დაეხმარება.

"მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს", - ამბობს სალივანი.

ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თხოვნით მიმართა, უკრაინის, ისრაელისა და შტატების საზღვრის უსაფრთხოების გეგმის დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა კონგრესს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, ვაშინგტონს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.


close დახურვა