ჟურნალისტი სალომე დადუნაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ესწრება. მისი განცხადებით, დღევანდელი მოვლენები მკაფიოდ აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ვართ და პოლიტიკურმა სიტყვამ საერთოდ დაკარგა ფასი.
"დღეს აქ ვარ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. არ ვარ როგორც ჟურნალისტი. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მოქალაქე. დღეს აქ ყოფნა საერთოდ არ მინდა მაგრამ აქ ვარ სწორედ იმიტომ, რომ ჩემ შვილებს ეს ადგილი, როგორც დაძაბული მოვლენების ეპიცენტრი რომ დაამახსოვრდეთ. დღევანდელი მოვლენები მკაფიოდ აჩვენებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ვართ. პოლიტიკურმა სიტყვამ საერთოდ დაკარგა ფასი. თუ ეს ამბავი მშვიდად ჩაივლის, მაშინ ჩვენი საზოგადოება ღირსია იმ მდგომარეობისა, რომელშიც არის,"- განაცხადა სალომე დადუნაშვილმა.