logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

23 თებ 202119:06
3 წუთის საკითხავი
clock 409
სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-სა და გერმანიის ელჩები. 

შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება.  

მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი. 

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 


close დახურვა