logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს 100-ლარიან სააფთიაქო ვაუჩერს გადასცემს

09 მაი 202013:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს გამარჯვების დღეს ულოცავს და საჩუქრად მედიკამენტების 100-ლარიან ვაუჩერს გადასცემს. ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

ზურაბიშვილი ვეტერანებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა.

„დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს!
 
იმ ომში კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების - მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე.
 
ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი გამოწვევა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ახლა თქვენი შემდგომი თაობები ვიბრძვით მასთან გასამკლავებლად და მჯერა, რომ კვლავ გავიმარჯვებთ.
 
თქვენ მიმართ მოწიწებასა და მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ და გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობასა და მხნეობას!" - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის მიწერილ წერილში.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. 


close დახურვა