საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მარშით მისულ მოქალაქეებს შეხვდა.
ორბელიანების სასახლესთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მარშით მივიდნენ.
მარშის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან ზურაბიშვილისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ზურაბიშვილს ოვაციებით შეხვდნენ.