logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს ტელეფონით ესაუბრა

13 მაი 202022:25
3 წუთის საკითხავი
 
j0mc90p5u6gka06.jpg

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი კორონავირუსის პანდემიას, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხო. 

„საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა.

რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის,“ - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა