logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ქალ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრებს იწყებს

24 იან 202209:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

ამ დროისთვის უცნობია რას ემსახურება შეხვედრები და რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ შეხვედრაზე აპირებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და მისი დაძლევის გზაზე ისაუბროს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან შეხვედრები გამართა და მისი ხედვა გააცნო. 

28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა რომ, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება.

როგორც მან ორბელიანის სასახლეში განაცხადა, პროცესის დასაწყისი არაა პარტიების შერიგება. მან აღნიშნა, რომ არ აქვს "არც ბერკეტი და არც ძალა, რომ ესოდენ დაპირისპირებული ძალები" შეარიგოს.


close დახურვა