logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

15 ივნ 202422:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/i2vv3twm4zvcrku.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაშ, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე საქართელოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ქართული ქარტიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ნაბიჯები ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად; ვისაუბრეთ საქართველოს ქარტიაზე, საქართველოს საგზაო რუკაზე, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს", - წერს პრეზიდენტი.


close დახურვა