logo
ENG



სალომე ზურაბიშვილის შემდეგ შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

01 მარ 202112:39
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. 

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა მიშელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუვადა და თქვა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პარტნიორობის და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. 

ასევე, მთავრობის ცნობით, მათ ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მომავალ სამიტზე განსახილველ საკითხებზე. 

ასევე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. 

გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. 

ასევე, საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას. ღარიბაშვილმა მიშელს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ვაქცინაზე ყველა ქვეყნისთვის თანაბარი ხელმისაწვდომის უზრუნველყოფისა და ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობა. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს, რათა ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან წავიდა. 


close დახურვა