პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთა. ის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო პერსონალს მოუწოდა, აიცრან, რათა დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და არ იყვნენ გადამდები.
"თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან", - თქვა ზურაბიშვილმა.