logo
ENG



სალომე სამადაშვილი: სანამ მიზანს არ მივაღწევთ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გაგრძელდება

15 ნოე 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
zuxllc9njcir8zu.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ემხაურება და აცხადებს, რომ ახლა მთავარია ქვეყანა დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპზე შეჯერდეს. სამადაშვილის თქმით, პროტესტი აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

"ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში და მშვიდობიანი გზით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია მანამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ამ პარტიების საერთო ამოცანაა მივაღწიოთ პარიტეტულ და დემოკრატიულ საარჩევნო წესს და შემდეგ უკვე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით ვის მიანიჭებს უპირატესობას," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე კი აცხადებს, რომ ივანიშვილის მხრიდან ასეთი ტყუილი წარმოუდგენელი თავხედობაა. მისივე განცხადებით საჭიროა სამოქალაქო სიმტკიცე და ისეთი ტიპის სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა და შეთავაზების გაკეთება ხელისუფლებისადმი, რომელიც არის რეალური.

"ასეთი ტყუილი და დემოკრატიაზე უარის თქმა არის წარმოუდგენელი თავხედობა ივანიშვილის მხრიდან. ამას სჭირდება სამოქალაქო სიმტკიცე და ქუჩაში მწვავე პროტესტი, რომელსაც აუცილებლად მიიღებს ივანიშვილი და მას ეს ენა ესმის და მეორემხრივ ამას სჭირდება ისეთი ტიპის სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, შეთავაზების გაკეთება ხელისუფლებისადმი, რომელიც არის რეალური და მოსახლეობის შესაბამისი იქნებოდა", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე.


close დახურვა