logo
ENG



სალომე სამადაშვილი ლელოს შეუერთდა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა

02 თებ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 

სალომე სამადაშვილი ლელოს შეუერთდა და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. ის პარტიის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარადგინეს.

სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად 12 მაისს დატოვა.

პარტიასა და სამადაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკოსმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. პარტიის ნაწილმა სამადაშვილი გააკრიტიკა და მოითხოვა, მას ენმ დაეტოვებინა. სამადაშვილმა მალევე დააანონსა, რომ მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებდა, მასთან კონსულტაციას გაივლიდა და პარტიას ოფიციალურად დატოვებდა.


close დახურვა