logo
ENG



სალომე სამადაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე: უახლოეს დღეებში იქნება საოცარი ქაოსი

15 აპრ 202022:41
3 წუთის საკითხავი
 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მთავრობისა და ეკლესიის ერთობლივ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ განცხადებით ორივე ინსტიტუციამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. 

"ჩვენ შევდივართ პანდემიის ძალიან მძიმე ფაზაში, როგორც ეს მოგვახსენა გამყრელიძემ და დღეს როცა განსაკუთრებული სიმკაცრეა საჭიროა, გადაწყვეტილება რაც მიიღეს, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. მისი შედეგი იქნება უახლოეს დღეებში საოცარი ქაოსი, რადგან გაუგებარია როგორ აპირებს ხელისუფლება დაახარისხოს პატარა და დიდი ეკლესიები. სად არსებობს იმის რესურსი, რაც უზურნველყოფს წესების დაცვას და გაუგებარია, რას გვეუბენბა სახელმწიფო ?! ქვეყანაში არსებობს ორი კატეგორია, ერთი რომელსაც ეძლევა საშუალება დაარღვიოს წესები და არსებობს სხვა მოქალაქეები, რომელთაც აკისრიათ პასუხისმგებლობას",-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანმა აგანაცხადა, რომ ეკლესიები არ დაიხურება და დაცული იქნება მოქალაქეების დისტანცირება. საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემაც ასევე აღნიშნა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.


close დახურვა