ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
სამადაშვილის თქმით, გახარიას გადადგომა გავრილოვის დამარცხებაა.
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის გამარჯვება. ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა. უნდა შესრულდეს ყველა ის მითითება, რაც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მინდა მივულოცო ყველას ვინც 20 ივნისს გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი, დავამარცხოთ გავრილოვი", - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარია პოსტიდან გადადგა.