logo
ENG



სამადაშვილი: ვერ მოვისმინეთ, რა ლოგიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ფრენებს რომ არ ხსნის

27 ივნ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ფრენების აკრძალვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს შეიძლება კერძო ინტერესებით იყოს გამოწვეული.

სამადაშვილის თქმით, ფრენების აკრძალვის გადავადება ტურიზმს დააზიანებს.

„შეიძლება, შეკითხვა დაისვას: ხომ არის კერძო ინტერესები? ხომ არ ხდება აკრძალვის გაგრძელებით ლობირება კონკრეტული ავიაკომპანიის ინტერესების? ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რა ლოგიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც არ ხსნის ფრენებს მაშინ, როდესაც ევროპამ გახსნა საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენს ტურიზმსაც საგრძნობლად აზიანებს. აღმოჩნდა, რომ, რეალურად, ამ ზაფხულს ტურიზმი ვერ შედგება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადასწია


close დახურვა