logo
ENG



სამადაშვილი: იგეგმება საერთაშორისო დელეგაციის ჩამოსვლა სააკაშვილის მოსანახულებლად

10 ნოე 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: იგეგმება საერთაშორისო დელეგაციის ჩამოსვლა სააკაშვილის მოსანახულებლად

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლა იგეგმება.

სალომე სამადაშვილის თქმით, სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტი, მხოლოდ დასაწყისია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე რეაგირების.

"უახლოეს დღეებში იგეგმება უკვე პირველი საერთაშორისო დელეგაციების შესაბამისად ჩამოსვლაც ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის საპატიმროში მონახულების მიზნით, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ მიმართულებით გასული დღეების მანძილზე. ველოდებით შესაბამის უფლებას, რომელიც უნდა გასცეს შესაბამისად ხელისუფლებამ, ამ ადამიანებისთვის, რომ მიეცეთ შესაძლებლობა შეხვდნენ სააკაშვილს. ეს იქნება სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი. ნებართვა უნდა მიიღონ პენიტენციური სისტემიდან, პატიმრის მონახულების. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ საერთაშორისო რეაგირების, რომელსაც ვნახავთ ჩვენ უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ საერთოდ იმ ვითარებაზე, რაც არის ქვეყანაში შექმნილი" - ამბობს სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში

მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი - პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ყოფილი პრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის. 

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 


close დახურვა