logo
ENG



სამადაშვილი: სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობა, რათა ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ

05 მაი 202010:08
3 წუთის საკითხავი
 

აკრძალვების ეტაპობრივ შემსუბუქებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა შეზღუდვებს ნელი ტემპით არბილებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო მუშაობის აღდგენა აუცილებელია, იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკური აქტივობა იმისთვის, რომ ადამიანები უბრალოდ გადარჩნენ. შეზღუდვები, რომლებიც ახლა იხსნება, ჩემთვის დღემდე გაუგებარია რა ფუნქციებს ასრულებდა ქალაქებს შორის მიმოსვლის აკრძალვა და კომენდანტის საათი, რომელიც რჩება ძალაში, ყველასთვის გაუგებარია რა ფუნქციას ასრულებს პანდემიის კონტროლის თვალსაზრისით. გამოკეტა პარლამენტი ხელისუფლებამ იმიტომ, რომ მათ არ აწყობთ პარლამენტში მიმდინარეობდეს განხილვა მაგალითად, ანტიკრიზისული გეგმის, ან პროგრამის, ან ხელისუფლების სხვა ნაბიჯების იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ ხარვეზს გამოავლენს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

შეზღუდვები სამშენებლო კომპანიებს ეხსნება. ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით, დღეიდან ამ სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია ისარგებლებს და მუშაობას განაახლებს. ასევე, ნებადართულია ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობაც.


close დახურვა