logo
ENG



სამადაშვილი - მაჟორიტარი კანდიდატის დაყენება ვიწროპარტიული ინტერესია

28 ივლ 202018:59
3 წუთის საკითხავი
 
p9k3n9n74pc74zr.png

„მაჟორიტარების ფაქტორს გადაჭარბებული ყურადღება ექცევა, გადამწყვეტი ბრძოლა პროპორციული სიით შემდგარ შეჯიბრშია“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში „კომენტარი“ განაცხადა.

მან ევროპული საქართველოს უპასუხა, რომელიც რეგიონების ოლქებშიც საერთო კანდიდატებზე შეჯერების მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოვიპოვოთ ჩვენ, როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ არჩევნებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პროპორციას, რამდენად არის შემცირებული მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა ახალი კონსტიტუციის თანახმად, 120/30-ზე, მე მიმაჩნია, რომ მთავარი და გადამწყვეტი ბრძოლა არის პროპორციული სიით შემდგარ შეჯიბრში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენება ვიწრო პარტიული ინტერესია. ის ასევე აცხადებს, რომ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ უპირატესობა ექნება, ბოლო არჩევნების შედეგებით ენმ-ს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

„მე ასე ვხედავ, რომ ბევრ პარტიას აქვს საკუთარი ინტერესი მაჟორიტარის დაყენების, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია. იქ, სადაც დგება მაჟორიტარი, პარტიას უკეთესი შანსები აქვს, მიიზიდოს პროპორციულ სიაშიც ხმები. ანუ მაჟორიტარი კანდიდატის დაყენება არის ვიწრო პარტიული ინტერესი. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის გასაგებია პარტიების ინტერესი, მათ შორის ევროპული საქართველოსი, რომ ჰყავდეს საკუთარი მაჟრიტარობის კანდიდატები სხვადასხვა ოლქებში, ეს მათთვის მნიშვნელოვანია როგორც პარტიისთვის. კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ევროპული საქართველოს აცხადებს, რომ მათ რატომღაც მიაჩნიათ, რომ უპირატესობა ექნებათ, არსებობს წინა არჩევნების შედეგები და ნაციონალურ მოძრაობას ბევრად მეტი ხმა აქვს ყველა ამ ოლქში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე საერთო მაჟორიტარებზე ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა. ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო, სხვა პარტიებთან ერთად, ენმ-ს შეთანხმების ორ ვარიანტს სთავაზობდა.

საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხზე დისკუსია გუშინ, 27 ივლისს გიგი უგულავამ განაახლა. მისი თქმით, ენმ-მ თბილისს გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა. ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად, უგულავამ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.


close დახურვა