"თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი,"-ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გენერალურ პროკურორს, რომელსაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით უსმენენ.
სხდომაზე ერთ-ერთი განხილვის თემა კანონის ანალოგი გახდა. სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, იცის თუ არა თადუმაძემ კანონის ანალოგის შესახებ და თუ შეუძლია ერთი მაგალითის დასახელება. ამ შეკითხვას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„დამისახელეთ ნებისმიერი სასამართლოს დასკვნა, რომელმაც განსაზღვრა თქვენი ხედვა. რა იურიდიული ხედვისა და ტაქტიკის გამოყენებას აპირებს ადამიანი, რომელიც აპირებს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. იცით რა არის კანონის ანალოგი და თუ შეგიძლიათ დამისახელოთ მისი რომელიმე მაგალითი? რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია... ძალიან მარტივ რამეს გთხოვთ, ბატონო შალვა... ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აღნიშნულის საპასუხოდ, თადუმაძემ განმარტა, რომ კარგად იცნობს კანონის ანალოგს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია
„მე პირველკურსელი იურისტი არ ვარ. კანონის ანალოგი რომ ვიცი და წარმატებით შემიძლია, ეს არაერთხელ მაქვს დამტკიცებული“,- განაცხადა თადუმაძემ.
სალომე სამადაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია ეს პასუხი. თადუმაძეს არ სურს მაგალითის მოყვანა.
„გასაგებია ყველაფერი. ბატონო შლავა, თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი, მადლობა,“- განაცხადა სამადაშვილმა.
დისკუსიის შეჩერება კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სცადა. მისი თქმით, სამადაშვილის ამგვარი ქმედება არაერთიკურია.
„ესაა სამარცხვინო საქციელი და როცა პარლამენტის წევრი გქვია, მსგავსი ქმედება არაეთიკურია,“- განმარტა ოხანაშვილმა.