ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მან გადაწვიტა სასამართლოში უჩივლოს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.
როგოც სამადაშვილი თავის Facebook პოსტში წერს, ამის მიზეზი ღარიბაშვილისა და კობახიძის განცხადებები გახდა, რომლებშიც ისინი სალომე სამადაშვილს "ქვეყნის მოღალატედ" მოიხსენიებდნენ.
"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.
დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.
არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან."- წერს სალომე სამადაშვილი თავის Facebook პოსტში.