logo
ENG



სამართალდამცველებმა თაღლითობისთვის 3 პირი დააკავეს

15 დეკ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარი შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ "myauto.ge"-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდ ავტომობილების ფოტოებს და საბაზო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს.

ბრალდებულები კვალის დაფარვისთვის სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომერს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმბარათებს ანადგურებდნენ.

"სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები",-ნათქვამის უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


close დახურვა